როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.
“იუნაიტედის” ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური ზონა სწორედაც რომ ნახევარდაცვაა და გუნდის ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, თავისი ყოფილი ფეხბურთელით ცდილობს ამ ზონის გაძლიერებას. წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 75+10 მილიონი ევროა.
კლუბებს შორის შეთანხმების მიუხედავად, შესაძლოა ტრანსფერი მაინც ვერ განხორციელდეს, რადგანაც ფრენკი დე იონგს კლუბის დატოვება არ სურს. ეს ტრანსფერი ორივე გუნდის ინტერესებში შედის და ფრენკის დარწმუნებას ორივე კლუბი შეეცდება.
კომენტარები post