ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” ტრანსფერია.
Sport-ის მიხედვით, კატალონიელებმა „ბაიერნს“ ბოლო წინადადება გაუკეთეს და რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე მიმართეს. „ბარსელონას“ შეთავაზება 50 მილიონი ევროა და „კამპ ნოუს“ ბინადრებს სურთ, „ბაიერნმა“ თანხმობა, რაც შეიძლება მალე განაცხადოს.
თავად ფეხბურთელსა და „ბლაუგრანას“ შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
კომენტარები post