“ბარსელონას” ახალწვეულმა, რაფინია დიასმა განაცხადა, რომ მისი გუნდი “რეალზე” უკეთესია. ცნობისთვის, გუშინ ბრაზილიელს ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, რომელიც მისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მან ერთი გოლი გაიტანა.
“ყოველთვის და ყველა მეტოქის წინააღმდეგ ცდილობ გოლის გატანას, მაგრამ თუ ეს დერბია, კიდევ უფრო მონდომებული ხარ”.
“ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. თუმცა, ჩემი აზრით, მადრიდის “რეალზე” უკეთესები ვართ”.
“ბარსელონას” რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც ჩინებულად მუშაობს. “ბარსა” ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის” – ციტირებს რაფინიას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალს” შორის დაპირისპირება 24 ივლის გაიმართება. (ამხანაგური შეხვედრა)
კომენტარები post