უკვე ოფიციალურად, რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ფეხბურთელია. პოლონელი “ბარსაში” “ბაიერნიდან” გადავიდა, სატრანსფერო თანხა კი 45 მილიონია პლუს ბონუსები. ფეხბურთელი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა კატალონიურ გუნდში გადასვლა.
“გასულ სეზონში “ბარსელონას” პრობლემები ჰქონდა, მაგრამ კლუბს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. ახლა კლუბმა რამდენიმე კარგი ტრანსფერი გაჩარხა”.
“ვფიქრობ, “ბარსელონა” სწორ გზას ადგას, რათა მწვერვალზე დაბრუნდეს”.
“ჩემი მიზანი ნათელია – “ბარსასთან” ერთად წარმატების მიღწევა და ტიტულების მოგება” – განაცხადა “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ გერმანულ კლუბში 8 წელი გაატარა, მან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.
კომენტარები post