მოგეხსენებათ, ჩელსის ყოფილი მცველი ახლა “ბარსელონას” ფეხბურთელია. მან უკვე პირველი კომენტარი გააკეთა ახალ კლუბში.
“მინდა ჩემი ყოველდღიური საქმიანობით წვლილი შევიტანო და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ვისწავლო. მჯერა, რომ ამ გუნდს ყველა ტიტულის მოგების პოტენციალი აქვს, როგორც ყოველთვის”.
“თითოეულ ფეხბურთელს უნდა ყოველკვირა მოედანზე გასვლა. გუნდში კონკურენციაა, რაც უფრო ძლიერს გამხდის. კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა, უბრალოდ ვიტყვი, რომ “ბარსელონას” მცველები შესანიშნავები არიან. პიკე ლეგენდაა და მისგან ბევრს ვისწავლი”.
“ხავის ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი უთხოვია. აქ ჩემი კარგი ასპარეზობისა და ადამიანობის წყალობით მოვხვდი. ჩემი აზრით, გუნდს კარგად მოვერგები, არაფრის შეცვლა არ მომიწევს”.
“ჯანმრთელი ვარ და სულმოუთქმელად ველოდები თამაშის შესაძლებლობას. “ჩელსიში” გატარებული პერიოდით ვამაყობ. ვიმეორებ, სრულიად ჯანმრთელი ვარ”.
“მომავალი სეზონით სიამოვნების მიღება მსურს. გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს, “ბარსელონაზე” ძლიერი რამდენიმე გუნდია. მინდა დავეხმარო, რადგან ვიცი, რომ დიდი პოტენციალი აქვს”- განაცხადა ფეხბურთელმა.
კომენტარები post