ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ქალაქ ბასტადის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
Nordea Open-ზე მე-6 ნომრად განთესილი ბასილაშვილი საწყის შეხვედრაში ფრანგ უგო გასტონს დაუპირისპირდა 6:7 (6:8) და 0:3 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ნიკა პირველი სეტის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, 5:2-ზე ორი სეტ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საქმე საბოლოოდ ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც გამარჯვება გასტონს დარჩა.
მე-2 სეტში ნიკოლოზი 0:3 ჩამორჩა და სავარაუდოდ, ტრავმის გამო, თამაშის შეწყვეტა არჩია. გასტონი მე-2 რაუნდში რუს ასლან კარაცევს შეხვდება.
კომენტარები post