საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში მერვედფინალში იასპარეზებს.
მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილისა და რადუ ალბოტის წყვილმა 5-სეტიან ბრძოლაში კრისტიან როდრიგესისა და დიეგო ჰიდალგოს წყვილი დაამარცხა, 6:4; 2:6; 3:6; 7:6; 7:5 .
ბასილაშვილი და ალბოტი მერვედფინალში ხუან-სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარაჰის წყვილს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილი უიმბლდონს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა. ქართველი ტიმ ვან რაიტჰოვენთან დამარცხდა.
კომენტარები post