დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე დაიწყო ასპარეზობა. მისი მეტოქე 23 წლის ბელგიელი, ზიზუ ბერგსი იყო.
ქართველის მეტოქე მეცის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და ის ნიკოლოზს კარიერაში არასდროს შეხვედრია.
პირველ სეტში ზიზუმ 6:4 იმარჯვა. მეორე სეტში კი, როდესაც მას ანგარიში 2:1 მიჰყავდა, ჩაწოდებისას ტრავმა მიიღო. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ნიკოლოზმა მერვედ-ფინალში გააღწია. იქ მისი მეტოქე ან ესპანელი ხაუმე მუნარი, ან ფრანგი არტურ რიდნარეკი იქნება.
კომენტარები post