ბათუმის დინამოელთა რიგებში დიდი ცვლილებებია. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ნავალოვსკიმ და მიხეილ ალავიძემ კარიერა დაასრულეს. ბათმლებს სკამი ისედაც მოკლე ჰქონდათ. ბათუმმა უკვე დაადასტურა სერბი მცველის, სტეფან ჰაიდინის, ეგვიპტელი შემტევის, ალექსანდერ იაკობსენის, ბელარუსი მეკარის, ანტონ ჩიჩკანის,18 წლის ნახევარმცველის, მუხრან ბაგრატიონისა და თორნიკე კაპანაძის ტრანსფერები.
Geo Team-ის უახლესი ინფორმაციით, 26 წლის ლუკა ზარანდია კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.
ლუკა ბოლოს პოლონურ “კიელჩეში” გამოდიოდა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში კი 31 შეხვედრა აქვს გამართული: 17-წლამდელებში 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 19-წლამდელებში 14 მატჩში – 3, 21-წლამდელებში კი 11 შეხვედრაში – 4.
კომენტარები post