ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი აჩი არველაძე CrystalSport-ის იუთუბ არხზე “საგოლე გადაცემა”-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლასაც შეეხო:
“წელს ძალიან გული დამწყდა, ნამდვილად არ ეკუთვნოდა ბათუმს ესე წაგება, მართლა არ გაუმართლა, კუთხურიდან გაშვებული გოლი 120-ე წუთზე. იგივეს ვერ ვიტყვი დინამოზე, ეს იყო ზუსტად “ცუდად ვითამაშეთ და წავაგეთ”, ბათუმში კი “კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ”.
წინა წელს კი 3 ეტაპი გავიარეთ და “სივასპორთან” წავაგეთ, რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ბათუმს ბოლო წლებში ეტყობოდა, რომ სადღაცას უნდა მომხვდარიყო, რადგანაც სტაბილურად მიდიოდნენ და ერთი წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერი არ იცვლებოდა. თბილისის “დინამოს” კი სწორედ ეს სტაბილურობა აკლია.”– განაცხადა აჩიმ.
კომენტარები post