“იუვენტუსის” ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ კლუბში გადმოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
“იტალიაში მოდის დი მარია, რომელსაც ნებისმიერ ფასად გამარჯვება სურს და წაგება არ უყვარს”.
“მას შემდეგ, რაც “იუვენტუსი” დამიკავშირდა, ძალიან კარგად მეპყრობიან. ახლა მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ”.
“იუვენტუსისთვის” ყველაფრის გაკეთებას ვეცდები, რაც შემიძლია. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ კლუბს რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებაში დავეხმარო”- განაცხადა არგენტინელმა
შეგახსენებთ, რომ დი მარია “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კომენტარები post