ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

ბითაძე: "გულშემატკივრებს ვპირდები, 100 პროცენტს გავაკეთებთ მთელი გუნდი"


  • 1 კვირის წინ
ბითაძე: "გულშემატკივრებს ვპირდები, 100 პროცენტს გავაკეთებთ მთელი გუნდი"

ამ წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენოს. ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ელოდება ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი, გოგა ბითაძე და გულშემატკივრებს 100%-ით დახარჯვას ჰპირდება.

"გულშემატკივრებს ვპირდები, 100 პროცენტს გავაკეთებთ მთელი გუნდი, რომ ეს ევრობასკეტი იყოს საუკეთესო ჩვენი გუნდისთვის, რაც ყველას მიზანია, ყველას გონებაში და გულში გვაქვს საუკეთესო შედეგის ჩვენება. მაყურებელს მოწოდება არ სჭირდება, რადგან სულ გვერდში გვიდგას, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ მათი მხარდაჭერა საერთოდ სხვა შეგრძნებაა და როცა გულშემატკივრები ასე გიჭერენ მხარს, იმაზე უფრო კარგად თამაშობ, ვიდრე შეგიძლია."- დაწერა გოგამ სოციალურ ქსელში.

ევრობასკეტი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და ამ დღეს საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ