დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო მე-5 ტურში უკრაინის წინააღმდეგ თითქმის უშანსოდ დამარცხდა და ახლა რეაბილიტაცია გვმართებს. 3 გამარჯვებით და 2 წაგებით ჯგუფში მე-2 ადგილს ვიკავებთ. თავის მხრივ, ესპანეთი 4-დან 4 გამარჯვებით გათამაშების ლიდერია.
ესპანელები საქართველოში დიდი დანაკლისით ჩამოდიან, მაგრამ დანაკლისი გვაქვს ჩვენც. ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშებს გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი კი “მილუოკი ბაქსის” საზაფხულო შეკრებაზე იმყოფება.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
კომენტარები post