30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც მომავალ კვირას ადგილობრივ ღია პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.
ბასილაშვილის Sofia Open-ზე მე-6 განთესვა აქვს და პირველ წრეში 38 წლის ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება. ნიკოლოზი ფერნანდოს 3-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი მოუგროვდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით იზეიმა, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო. სათქმელია ისიც, რომ აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტიც კი არ მოუგია.
კომენტარები post