საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს.
“დღეს ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაგვიკავშირდა.
ოქრიმ ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვა. ის ჩვენ აკადემიას საჩუქრად ბურთებს და სავარჯიშო ინვენტარს გადასაცემს.
გვინდა მთელი აკადემიის სახელით ოქრის დიდი მადლობა გადავუხადოთ და დიდი წარმატებები ვუსურვოთ!” – წერია განცხადებაში.
კომენტარები post