ლონდონის “ჩელსიმ” გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა, სადაც სტუმრად “დინამო ზაგრებს” დაუპირისპირდა და მოულოდნელად 1:0 დამარცხდა.
დღეს კი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გერმანელი მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი გუნდს აღარ გაუძღვება.
“ჩელსის” საუკეთესო სტარტი არც პრემიერ ლიგაში გამოსვლია და 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად, სწორედ თომას ტუხელმა მოაგებინა ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა.
კომენტარები post