ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს 3 ძიუდოისტი გამოაკლდა


  • 1 კვირის წინ
ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს 3 ძიუდოისტი გამოაკლდა

8-10 ივლისს უნგრეთში ბუდაპეშტის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც რა თქმა უნდა ქართველი ძიუდოისტებიც იასპარეზებენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

ბუდაპეშტში 14 ქართველ ძიუდოისტს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ნაკრებს 3 ქართველი ძიუდოისტი გამოკლდა. უნგრეთის დედაქალაქში გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) აღარ იჭიდავებენ.

თუთაშვილის მოხსნის მიზეზი თბილისის გრანდ სლემზე მიღებული მუხლის ტრავმაა, თუშიშვილის და გრიგალაშვილის მოხსნის მიზეზები კი ამ ეტაპზე უცნობია.

ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100 კგ: გელა ზაალიშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

-78 კგ: მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ