2022 წლის ევრობასკეტი მოახლოვდა, რომლის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა. ტურნირი სტარტს 1 სექტემბერს აიღებს და 18 სექტემბრამდე გაგრძლედება, თბილისის გარდა მასპინძელი ქალაქები მილანი, პრაღა და კიოლნი არიან, პლეი-ოფი კი მთლიანად ბერლინში ჩატარდება.
ევრობასკეტის წინ ბუქმეიქერებმა კოეფიციენტები გამოიტანეს და ტურნირის მთავარი ფავორიტიც დაასახელეს, ფავორიტი სერბეთია, რომელსაც ყველაზე პატარა კოეფიციენტი აქვს 3,75.
საქართველოს ნაკრებს კი ტურნირის მოგებაზე 67.00 კოეფიციენტი აქვს და ფავორიტთა შორის არ მოიაზრება.
კომენტარები post