როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “ოლიმპიაკოსმა” შინ ბრატისლავა “სლოვანმა” მიიღო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრებისა და “სლოვანის” 22 წლის ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
გთავაზობთ სლოვაკი გულშემატკივრების კომენტარებს ჩაკვეს პერფორმანსთან დაკავშირებით:
“ის არის მოთამაშე, რომლის თამაშიც დიდ სიამოვნებას განიჭებს.
მადლობა ქართველებს სლოვანში ყოფნისთვის, წარმატებებს გისურვებთ.
ეს მოთამაშე არის… სუპერი.
ჩვენ გვყავს მოთამაშე, რომლის წყალობითაც შეგვიძლია ფეხბურთს ვუყუროთ.
ჩაკვე არანორმალურ რაღაცეებს აკეთებს.
ჩაკვე ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ვფიქრობ კიდევ უფრო მეტს აჩვენებს. კაშია და კანკავა კი მაგალითი იმისა, რომ ზოგჯერ კარგი ლეგიონერი კლუბის აღზრდილს გაცილებით სჯობს.
როგორც კი დავინახე მისი თამაში, ჩემი გამორჩეული მოთამაშე გახდა. ჩაკვე სლოვანში ჩემი ფავორიტია.” – წერენ გულშემატკივრები.
კომენტარები post