მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, შესაძლოა კიდევ ერთხელ ვიხილეთ ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში.
ამის შესახებ კომენტარი “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მესის დაბრუნება მომავალ წელს გამორიცხული საერთოდაც არ არის.
“ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ახლა მესიზე ყურადღების გამახვილება უტოპიაა. ვისურვებდი, რომ მესის ეტაპი ბარსელონაში დასრულებული არ იყოს. ვფიქრობ, რომ ის მეორე შანსს იმსახურებს, ოღონდ მომავალ წელს. ახლა მას სხვა კლუბთან კონტრაქტი აქვს”,- ციტირებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია.
ცხადია, რომ მესი “პსჟ”-ში მთლად ბედნიერი არ არის და პირველი სეზონიც ნამდვილად არ გამოუვიდა კარგი. არგენტინელმა ფეხბურთელმა 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები post