“ლაიფციგიდან” “ჩელსიში” ტრანსფერის შემდეგ ტიმო ვერნერმა გულშემატკივრებს თავისი საუკეთესო ფორმა ვეღარ აჩვენა, ის კონდიციები, რომლის გამოც ლონდონურმა კლუბმა გერმანელი ფორვარდი დაიმატა. ახლა კი ვერნერი კვლავ უკან, “ლაიფციგში” ბრუნდება.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ფაბრიციო რომანო. მისი ცნობით კლუბებს შორის მხოლოდ დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი და ტრანსფერი მომდევნო კვირას გაოფიციალურდება.
თავად ვერნერმა პირადი კონტრაქტის დეტალები “ლაიფციგთან” თვეზე მეტი ხნის წინ შეათანხმა, რადგანაც ის “ლაიფციგის” გარდა სხვა ვარიანტს არც განიხილავდა.
კომენტარები post