შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ანგარიში 21-ე წუთზე რაფინიამ გახსნამ 36-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი შეაგოდ, 50-ზე კი ერიკ გარსიამ წერტილი დასვა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი გამოარჩია და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საუბარია იმაზე, თუ რა ინტენსივობით თამაშობს, როგორ იბრძვის, როგორ გადაცემებს ასრულებს და რამდენად დიდ ზეწოლას ჰქმნის. გავი – ეს არის გული ფეხებით. ის ვნებით თამაშობს. ინტენსივობა, რომელსაც ის აჩვენებს, ბევრს აძლევს “ბარსელონას”,- განაცხადა ხავიმ.
კომენტარები post