“მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტი კარგი არ გამოუვიდა. “წითელმა” ეშმაკებმა” “ბრაიტონის” წინააღმდეგ მარცხი განიცადეს და აშკარაა, რომ მათ შემადგენლობას გაძლიერება ესაჭიროება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუნაიტედი” ადრიან რაბიოს ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ამჟამად “იუვენტუსის” რიგებში ირიცხება.
The Sun-ის ცნობით კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ახლა “მანჩესტერს” უფრო რთული ეტაპი ელის, პირადი კონტრაქტის შეთანხმება რაბიოს მკაცრ დედასთან.
როდესაც რაბიო დროებით სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, დედამისი საჯაროდ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: “ჩემი შვილი კლუბის მძევალია, მალე ის ციხეში პურსა და წყალზე იცხოვრებს.”
ასე რომ თუ “იუნაიტედს” რაბიო მართლა სურს, მაშინ სერიოზული სამუშაოს გაწევა და კარგი კონტრაქტის მომზადება მოუწევს.
კომენტარები post