ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"ჩვენ არასდროს ვნებდებით" - ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის მატჩები შეაფასა


  • 1 თვის წინ
"ჩვენ არასდროს ვნებდებით" - ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის მატჩები შეაფასა

მადრიდის "რეალმა" ნამდვილად ურთულესი და საოცარი გზა განვლო ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, ესპანელებმა "პსჟ", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" საოცრად დაძაბულ დუელებში დაამარცხეს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა "რეალ მადრიდის" ერთ-ერთმა ლიდერმა ტონი კროოსმა:

"ამ სამ შეხვედრაში შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი გუნდი იყო უკეთესი 180 წუთის განმავლობაში, მაგრამ ის რაც ნამდვილად გამოგვარჩევს არის ის, რომ არასდროს ვჩერდებით, არასდროს ვნებდებით.

"სიტის" გოლის შემდეგ, ჩვენ არ გვქონია ბევრი მომენტი. ყველაფერი ბოლო 5 წუთში მოხდა, როდესაც 1:1 გახდა და თამაშში დავბრუნდით. რწმენა გვქონდა, ტრიბუნებიც გვერდში გვედგნენ და 2:1 გახდა. იმ მომენტიდან მივხვდით, რომ ეს ყველაფერი უკვე მეტოქის გონებაში იყო. 

ჩვენ უკეთესები ვიყავით. "სიტის" შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ანგარიში 2:0 გაეხადა, რის შემდეგაც ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ მათ ეს ვერ გააკეთეს. ეს იყო შესანიშნავი კვირა. ალბათ ყველაზე დიდებული მას შემდეგ, რაც მადრიდში ვარ."- განაცხადა კროოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ