ირაკლი აზაროვმა ბათუმის “დინამო” დატოვა. ქართველი მარცხენა მცველი “ცვერნა ზვეზდას” რიგებს შეუერთდა. კლუბს ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, მაგრამ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.
აზაროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც დინამო ბათუმსა და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა:
“უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო დინამო ბათუმს. ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ, გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირატებს – თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას.”
კომენტარები post