საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, რომელიც თბილისის გრანდ სლემზე გამოსასვლელად ემზადება, ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.
ტურნირის განაცხადში აღარ ფიგურირებს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.). არსებული ინფორმაციით, 23 წლის ძიუდოისტს ტრავმა აწუხებს და ტატამიზე გასასვლელად მზად არ არის.
უკვე ცნობილია, რომ გრიგალაშვილის ნაცვლად გრანდ სლემზე მონაწილეობას დიმიტრი გოჩილაიძე მიიღებს. ამგვარად, თბილისური ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადმა ასეთი სახე მიიღო.
კაცები
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები
48 კგ: ნატალი ყიფშიძე,
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
კომენტარები post