ბუდაპეშტის გრანდ სლემის შემდეგ ძალიან მალე ზაგრების გრან პრი გაიმართება, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც იქნებიან წარმოდგენილი.
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ზაგრებში კაპიტნის გარეშე იასპარეზებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვარლამ ლიპარტელიან ხორვატიაში არ იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ვარლამმა გასულ უქმეებზე ბუდაპეშტის გრანდ სლემზე იასპარეზა და ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა, იქ იაპონელ კენტარო იიდასთან დამარცხდა.
კომენტარები post