გუშინ, 8 იანვარს, “ნაპოლისა” და “რომას” ფანებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ამ ორი გუნდის ქომაგები წლებია, რაც ერთმანეთს მტრობენ. სერია A-ს მე-17 ტურში “ნაპოლი” “სამპდორიას” სტუმრობდა, ხოლო “ჯალოროსი” – “მილანს”.
RAI News-ის ცნობით, “ნაპოლის” გულშემატკივრებმა “რომას” ქომაგებით სავსე ავტობუსს ბოთლების სროლა დაუწყეს. ჩხუბი სამანქანო გზაზე გაგრძელდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.
საბოლოოდ, მხარეების დაშოშმინება პოლიციამ შეძლო. შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” “სამპდორია” 2:0 დაამარცხა, “რომამ” კი “მილანთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.
კომენტარები post