UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-10 ნომერმა მოვსარ ევლოევმა (16-0) მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ილია თოფურიას (13-0) შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველთან ბრძოლა ძალიან სურს.
ევლოევსა და თოფურიას შორის ბრძოლა 2022 წლის დასაწყისში უნდა შემდგარიყო, თუმცა ინგუშს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩხუბი ვერ მოახერხა.
“ილია თოფურია მიზანში მყავს ამოღებული. რეიტინგში ჩემზე მაღლა ავიდა და მასთან დაპირისპირებას უკვე აზრი აქვს. თუმცა, ჩემს ბოლო ორ გამოწვევაზე არაფერი უთქვამს. სანამ რეიტინგში ჩემზე უკეთეს პოზიციას დაიკავებდა, ბევრს ლაპარაკობდა. მაგრამ მაინც ვერსად გამექცევა. თან, მის გარდა ჩვენს დივიზიონში ძალიან ბევრი მაგარი ბიჭია. შეიძლება ქართულად ან ესპანურად უნდა მივწერო, რომ გაიგოს? თუ მაგ არჩევანზე მიდგება საქმე, ალბათ ესპანური აჯობებს. მე არ ვიცი ვინ არის რეიტინგის მეხუთეადგილოსანი, თუმცა ვიცი ჩემპიონის სახელი. ჩემს გონებაში მხოლოდ ორი მეტოქე ტრიალებს: ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი,” – თქვა 28 წლის მებრძოლმა.
კომენტარები post