კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში დუდა სანაძის ანორთოსისი ლიმასოლის აელ-ს ესტუმრა და მართალია, პირველი ტაიმი მოიგო, საბოლოოდ, 76:88 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 22:52 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო ანუ სროლა აშკარად არ წაუვიდა. მას პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
“სამწუხაროდ, უწყინარ სიტუაციაში ვიტკინე ფეხი და მოედნიდან გავედი. იმდენად მაგრად არ მტკიოდა და რადგან მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენი გუნდის მცირე დახმარებაც შესაძლოა გამარჯვების მიზეზი გამხდარიყო, მეორე ტაიმში მოედანზე შევედი. სამწუხაროდ, თამაშს ვერ ავყევი. ფეხმა არ გამიშვა და იძულებული გავხდა, მოედანი ისევ დამეტოვებინა” – აღნიშნა სანაძემ.
ანორთოსისს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 14 იანვარს შინ აპოპ პაფუსთან ჩაატარებენ.
კომენტარები post