ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა, ქართველმა გარემარბმა “მილანის” წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა, რითაც მატჩში გარდატეხა შეიტანა. კვარაცხელიას თამაში იტალიურ მედიაში დადებითად შეაფასეს:
“სინათლესავით სწრაფია და თუ თამაში წაუვიდა, შეუჩერებელი ხდება. მის შესაჩერებლად “მილანს” ორი ყვითელი ბარათი და პენალტი დასჭირდა.”– Corriere Della Sera
“დასაწყისში ჩვეულებრივზე უფრო მორცხვი იყო, შემდეგ აიწყვიტა. შესვენებამდე ორი მოთამაშე გააფრთხილებინა, მეორე ტაიმში კი პენალტი გამოიმუშავა. რა მოთამაშეა! შეუკავებელი”– Eurosport
“როსონერის” დაცვისთვის ნომერ პირველი საფრთხე. მან ჯერ კიაერი და კალაბრია გააფრთხილებინა, მერე დესტთან პენალტი მოიპოვა.”– Calciomercato
“როცა ინთება, მეტოქეს ზიანს აყენებს. ამჯერად ნაკლებად ცქრიალა იყო, ვიდრე სხვა შემთხვევებში, მაგრამ მაინც გადამწყვეტი, როგორც მოპოვებული პენალტის ეპიზოდში.”– Goal Italia
კომენტარები post