“ნაპოლი” წინასასეზონო შეკრების ბოლო სპარინგში “ესპანიოლს” დაუზავდა (0:0). მოედანზე რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი შეხლა-შემოხლას და ნეაპოლელები გაკვირვებულები დარჩნენ მეტოქის აგრესიულობით, ვინაიდან შეხვედრა ამხანაგური იყო.
“ნაპოლის” სათადარიგოთა სკამზე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი იჯდნენ.
დე ლაურენტისმა ვერ მოითმინა, შესვენებაზე გუნდების გასვლის წინ მოედანზე შევიდა და ერთ-ერთ მსაჯს საყვედური უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთა უხეშობაზე რეაგირებას არ ახდენდნენ.
ამ მატჩში ხვიჩა სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო, მეტოქეები განსაკუთრებით მის წინააღმდეგ თამაშობდნენ აგრესიულად.
კომენტარები post