ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ Televomero-ს ეთერში “ნაპოლის” ბოლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აურელიო დე ლაურენტისს თავდაპირველად არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ ლუის სინისტერას შეძენა სურდა.
“გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აურელიო დე ლაურენტისი ვის შეძენაზე ოცნებობდა, ამის შესახებ ამბავი ჩიტმა მომიტანა.
“ნაპოლის” დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლისა და მფლობელს აურელიო დე ლაურენტისს “ფეინორდის” თავდამსხმელის ჯოვანი სინისტერას შეძენა სურდათ, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად, სწორედ კოლუმბიელს განიხილავდა.
თუმცა ნეაპოლელებმა მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს, რადგან ჰოლანდიურმა კლუბმა შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, ამის ნაცვლად, “ნაპოლიმ” 10 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.
ფაქტია, ჯუნტოლი შესანიშნავად მუშაობს, რადგან ყოველთვის ახერხებს სწორი გამოსავლის პოვნას, “პარტენოპეი” შემადგენლობას ყოველთვის აუმჯობესებს” – განაცხადა მანდარინიმ.
კომენტარები post