“იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, მატიას დე ლიხტი კარიერას “მიუნხენის ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა ფაბრიციო რომანომ. ნიდერლანდელით დაინტერესებული იყო “ჩელსიც”, თუმცა ფეხბურთელის სურვილი გერმანულ კლუბში თამაშია. ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, როცა დე ლიხტი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
როგორც იწერება, ახალგაზრდა ფეხბურთელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება (პლუს ბონუსები)
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა “იუვენტუსში” სამი წელი გაატარა, გუნდთან ერთად მან იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.
კომენტარები post