ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ჩელსის” მთავარი მწრთვნელი, თომას ტუხელი ანტონიუ რუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის შემცვლელს ეძებს. გერმანელი სპეციალისტის რჩეული მატიას დე ლიხტი გახლავთ. გუნდი აქტიურად მუშაობს ტრანსფერის განხორციელებაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როგორგანვითარდება მოვლენები.
“ჩელსიმ” “იუვენტუსს” წინადადებით უკვე მიმართა, რომლის მიხედვით ისინი 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ ფებურთელისთვის, გაუკეთეს მეორე შეთავაზებაც, ამ შემთხვევაში “ლურჯები” ტრანსფერში “ჟორჟინიოს” ჩართავენ. აღსანიშნავია, რომ “ბებერი ქალბატონებისთვის” ორივე შეტავაზება მისაღებია.
ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ნიდერლანდელი იტალიურკლუბს მალე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი “აიაქსიდან” “იუვენტუსში” 2019 წელს გადავიდა.
კომენტარები post