“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, გუშინ “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ საინტერესოდ ისაუბრა. კატალონიურმა კლუბმა ტურინულთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
სიცხის გამო ინტენსივობა გვაკლდა. პირველ ტაიმში ნაკლებად ვდომინირებდით და ეს ერთერთი მიზეზია ასეთი შედეგის. ასეთ თამაშებში ისეთი რაღაცები ჩანს, რაც ჩვეულებრივ აშკარა არაა.
მან (დემბელემ) აჩვენა, რა შეუძლია. ის განსხვავებული, განსაკუთრებულია. ასეთები ბევრნი არ არიან. ის ძალიან გვეხმარება თამაშის დროს, განსაკუთრებით რთულ მომენტებში. ის მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და ამას აჩვენებს. ნოემბრიდან მოყოლებული დემბელეს ვეღარ ვცნობ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ”, – ამბობს ხავი.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ “იუვენტუსს” დუბლი შეუსრულა. ფრანგს შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა.
კომენტარები post