იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
2019-20 წლების სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ჯერ “ნაპოლიმ” ფერნანდო ლლორენტეს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით (4:1) მოიგო, საკუთარ არენაზე კი დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.
მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-სა და setanta sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები post