დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელია და მისი “ნაპოლი” “რეინჯერსს” ესტუმრებიან და ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
პირველ ტურში იტალიელებმა “ლივერპული” დაამარცხეს, სადაც კვარაცხელიამ მოედანზე 60 წუთი დაჰყო და 1 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება და მისი ხილვა სილქ უნივერსალზე და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები post