სერია “ა”-ს ლიდერი “ნაპოლი” იტალიის თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ჩემპიონატის აუტსაიდერ “კრემონეზეს” ერთმატჩიან დაპირისპირებაში უმასპინძლებს – დღეს, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელების წინააღმდეგ.
მატჩის ხილვა ქომაგებს setanta sports georgia-ს იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის განაცხადში არ არის ლუკა ლოჩოშვილი და “კრემონეზეს” რიგებში მას ვერ ვიხილავთ. კვარაცხელია კი შესაძლოა სპალეტიმ დაასვენოს და მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართოს თამაშში.
კომენტარები post