სერია “ა”-ს ლიდერი “ნაპოლი” იტალიის თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ჩემპიონატის აუტსაიდერ “კრემონეზეს” ერთმატჩიან დაპირისპირებაში უმასპინძლებს – დღეს, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე.
ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თუმცა არცერთი ჩვენებური გაციების გამო განაცხადში არ იმყოფება.
კომენტარები post