საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით იტალიის წინააღმდეგ ითამაშა და ძალიან მძიმე ბრძოლაში 91:84 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ, მის ანგარიშზე 19 ქულა და 13 მოხსნა იყო. ასევე კარგად ითამაშა მაკფადენმა, მან ქულას 16 მოუყარა თავი, თუმცა ეს ყველაფერი გამარჯვებისთვის არ გვეყო.
იტალიის ნაკრებში კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ფონტექიომ, მან ჩვენს კალათში 21 ქულა ჩააგდო, ასევე ჰქონდა 7 მოხსნა და 5 პასი.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მაინც ინარჩუნებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებს, თუმცა ნოემბერში და თებერვალში გასამართ მატჩებში გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაგვეხმარებიან, ასევე უცნობია რამდენი ხანი გაუცდება ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას.
კომენტარები post