ევრობასკეტ 2022-ის მესამე ტურში ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და უმნიშვენლოვანეს მატჩში მეტოქე მეორე ოვერტაიმში დავამარცხეთ, 88:83.
ქართველთა რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 20 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. 17 ქულა ჩააგდო მაკფადენმა, 15-15 ქულა აიღეს შერმადინმა და ანდრონიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე მეოთხედში ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა პარკეტზე, რის შემდეგაც დუდა სანაძე და კორკმაზი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს 6 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ელის.
კომენტარები post