“ლესტერის” ლეგენდა, 35 წლის კასპერ შმეიხელი, გუნდიდან წასვლას აპირებს.
ფრანგული გამოცემის “ლეკიპის” მიხედვით დანიელი მეკარე კარიერას “ნიცაში” გააგრძელებს.
“ნიცამ” ახლახანს გაყიდა ვალტერ ბენიტესი, ამის შემდეგ კი ისინი ახალი მეკარის ძიებაში არიან. თავის მხრივ, ტრანსფერი იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ “მელიები” დანიელი კიპერის შემცვლელის პოვნას.
მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.
კომენტარები post