ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა გიორგი მიქაუტაძემ “მეცის” რიგებში კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და გუშინ გოლიც გაიტანა, რითაც გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მის კარგს თამაშს ფრანგი გულშემატკივრები ასე გამოეხმაურნენ.
“მიქაუტაძე ყოველთვის აქტიურია, ბრწყინვალე გოლის ალღო და ტექნიკა აქვს, დიდი ხანია ასეთი დონის თავდამსხმელი არ გვყოლია”.
“მატჩის მოთამაშის წოდება, უდაოდ მიქაუტაძეს ეკუთვნის, ყველანი გიორგის ვაძლევთ ხმას!”.
“მიქაუტაძის ბრძოლისუნარიანობა… და, რა თქმა უნდა, მისი გოლი, იმედია, ასე გააგრძელებს”.
“მატჩის მოთამაშე კვლავ გიორგია!,
ისევ არაფერი შეცვლილა”.
“მეგობრებო, მიქაუტაძე ფენომენალურია!”
“ქართველი მესი!”.
“გიორგი მიქაუტაძე რა მოთამაშეა! მომენტს იდეალურად გრძნობს და ძალიან ტექნიკურია”
“გმადლობთ ჟორჟ! სხვა არაფრის თქმა შემიძლია”.
კომენტარები post