“დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი გუნდს დატოვებენ.
როგორც სერბული გამოცემა “რესპუბლიკა” იტყობინება, ქართველი ფეხბურთელების დამატებით “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” არიან დაინტერესებულები.
წყაროს ცნობით, აზაროვის დამატება “ცრვენა ზვეზდას” სურს, მისი კონკურენტი “პარტიზანი” კი დავითაშვილით ინტერესდება.
“ცრვენა ზვეზდა” სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ “პიუნიკს” დაუპირისპირდება.
კომენტარები post