იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ლუკა ლოჩოშვილი შეუერთდება. ქართველი ფეხბურთელი კარიერას “კრემონეზეში” გააგრძელებს. ტრანსფერის ღირებულება 1.6 მილიონი ევრო იქნება.
სამწუხაროდ, ლოჩოშვილის ტრანსფერიდან თბილისის “დინამო” ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. “დინამომ” ლუკა “ვოლფსბერგერში” 200 ათას ევროდ გაყიდა და კონტრაქტში შემდეგ გაყიდვაზე საუბარი არ ყოფილა.
არადა, მსგავსი პუნქტი “დინამომ” აზაროვის, ჩაკვეტაძის, კვარაცხელია, აბუაშვილის, მამარდაშვილის და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებში ჩადო.
კომენტარები post