ლეგენდარული ქართული კლუბი “დინამო თბილისი” იყიდება, ამის შესახებ განცხადება თავად კლუბის მფლობელმა, რომან ფიფიამ გააკეთა.
ბოლო წლების განმავლობაში ფიფიას მიმართ დიდი კრიტიკა იყო, რადგანაც “დინამო” ევროტურნირებისთვის ბრძოლაში უშანსოდ მარცხდებოდა “კლაკსვიკის” დონის გუნდებთან.
წელს დედაქალაქელებმა “პაიდესთან” ორი მატჩის ჯამში 5:4 წააგეს და გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დინამო თბილისის” შეძენით ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად პოლიტიკოსი კახა კალაძე არის დაინტერესებული.
კომენტარები post