ქართული კლუბებისთვის ევროპული სარბიელი კვლავ შორეული და რთულად მიღწევადი პერსპექტივაა.
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე “დინამო თბილისი” ესტონურ “პაიდეს” დაუპირისპირდა. პირველ მატჩს თბილისმა უმასპინძლა და დედაქალაქელები მეტოქესთან 2-3 დამარცხდნენ.
ასეთი შედეგი რა თქმა უნდა მიუღებელია. ქართველები ამ მატჩში ორჯერ ლიდერობდნენ, მაგრამ მეტოქეს ორივეჯერ მისცეს წონასწორობის აღდგენის საშუალება. მატჩის მიწურულს კი მესამე გოლიც გაუშვეს და დამარცხდნენ.
დღეს ასევე თამაშობდნენ გორის “დილა” და “საბურთალო”, სამწუხაროდ ორივე მათგანი დამარცხდა. “დილა” ფინურმა კუპსმა 2:0 დაამარცხა, “საბურთალომ” კი პარტიზანთან 0:1 წააგო.
გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება ესტონეთში, 14 ივნისს გაიმართება.
კომენტარები post