საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრები 6 ერის ზაფხულის სერიების მე-2 მატჩში უელსს დაუპირისპირდა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია, მაგრამ ბორჯღალოსნები უკვე გაწითლებულ დროში დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში ქართველებმა 21:13 გაიმარჯვეს, მაგრამ მეორე ტაიმში უელსელთა დომინაციით მიმდინარეობდა მატჩი და საქართველომ მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა შეძლო. საბოლოოდ საქართველო 24:30 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს და B ჯგუფში უელსისა და იტალიის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
კომენტარები post