რამდენიმე დღის წინ რობერტ ლევანდოვსკი და ჩავი ერთმანეთს იბიცაზე შეხვდნენ.
AS-ის ინფორმაციით მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს. ეს არაფორმალური საუბარი იყო და ძირითადად მათ ოჯახებს ეხებოდა. თუმცა დამშვიდობებისას პოლონელმა “ბარსელონას” სპეციალისტს მსგავსი რამ უთხრა: „ძალიან მინდა თქვენთან ვიმუშავო”.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა კლუბმა “ბაიერნს” რამდენიმე შეთავაზება გაუკეთა, თუმცა გერმანელები ტრანსფერი დახურვას აჭიანურებენ.
მიუხედავად ამისა, ჩავის სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაოფიციალურდება და მალე ლევანდოვსკი “ბარსას” მაისურს მოირგებს. თავის მხრივ 33 წლის ფეხბურთელის სურვილიც “ბარსელონაში” კარიერის გაგრძელებაა.
კომენტარები post